Exclusive: ქართველი ტრანსგენდერი ქალის ფოტოები ვენისა და მიუნხენის მუზეუმებში გამოიფინა - რას ჰყვება კრისტი ლაბაძე, რომელსაც საქართველოში სასიკვდილო თამაში შეუქმნეს

kristi

"მუსიკალურ ფესტივალებზე ხშირად დავდივარ, ერთხელაც შემთხვევით ერთ-ერთი პროექტის ორგანიზატორი, მუზეუმის დირექტორი და ფოტოგრაფი შემხვდნენ, მათ მითხრეს, რომ სურდათ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა მიმეღო - როგორ ვცხოვრობდი კორონა ვირუსის გავრცელებამდე და ამის შემდგომ. 

გადამიღეს, ძირითადად ჩემს შინაგან განწყობას გამოვხატავ, როგორც ლტოლვილი საქართველოდან, რომელმაც არ ვიცოდი, სად წავიდოდი, მაშინ ჩემი მოთხოვნა თავშესაფრის მონიჭების შესახებ განხილვის პროცესში იყო, რომ არ მოეცათ თავშესაფარი, მართლა არ ვიცოდი, სად წავიდოდი. 

ამის შემდეგ, ჩემი ფოტოებით მიუნხენში ერთ-ერთი მუზეუმი დაინტერესდა და იქ გამოფინეს, ამის შემდეგ, ვენის მუზეუმში გამოიფინა. ალბათ, მალე სხვა ევროპულ ქალაქებსაც გაჰყვება." - ამბობს ტრანსგენდერი ქალი. 

ვენში მყოფი კრისტი ლაბაძე საქართველოში იმ ადამიანს, ვინც მას აბულინგებდა ასე მიმართავს: 

"მინდა, ყველას ვინც საქართველოში გამკიცხა და მაბულინგებდნენ ჩემი ორიენტაციის გამო, ვუთხრა - ძალიან კარგად ვარ უთქვენოდ და იმედი მაქვს, არასოდეს აღარ შევხვდებით." - ამბობს კრისტი.

რაც შეეხება დისკრიმინაციულ და ძალადობის მოწოდებაზე დაფუძნებულ თამაშს "მოკალი კრისტი ლაბაძე", ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ ეს "თამაში", რომელიც სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული იყო, ავსტრიის მოთხოვნით დაიბლოკა. ახლა, მას საერთაშორისო დაცვის პროგრამა იცავს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

"ყველა თამაშობდა, ზოგი სარეცხის მანქანაში მახრჩობდა, ზოგი მანქანიდან მაგდებდა, ზოგი თავს ხერხით მაჭრიდა... ეს თამაში ავსტრიის მოთხოვნით დაიბლოკა. ჩემს ადვოკატთან ერთად სარჩელი სასამართლოში შევიტანე და ამის შემდეგ, ყველგან დაიბლოკა და ამას ზუსტად ორი დღე დასჭირდა. ამ თამაშის შემქმნელი ევროპაში ვერ შემოვა, ინტერპოლი ეძებს. მე საერთაშორისო დაცვის პროგრამაში ვარ და შესაბამისად, დაიბლოკა კიდეც. 

ნორმალური ქვეყანა რომ იყოს საქართველო და ანტიდისკრიმინაციული კანონი მუშაობდეს, ციხეში ამოალპობდნენ ამ თამაშის ავტორებს. 

შოკში იყო ავსტრიის გავლენიანი გამოცემები. ამ საკითხზე ინტერვიუები მთელ ევროპაში დაიბეჭდა მედიაში... 

მუზეუმშიც არის მინაწერი, რომ ჩამოსული ვარ ავსტრიაში იმ ქვეყნიდან, სადაც სასიკვდილო თამაში შეუქმნეს. აღარ ვარ საქართველოში და არც აქ მასვენებენ. მთელი საქართველო თამაშობდა, როგორ მკლავდნენ..." - ამბობს კრისტი ლაბაძე. 

 სასიკვდილო თამაშზე "მოკალი კრისტი ლაბაძე" საერთაშორისო გამოხმაურება:

"ტრანსსექსუალი ქალის მკვლელობა აპლიკაციის საშუალებით" - ამ სათაურით ადგილობრივი მედია გამოცემა სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ავსტრიის მფარველობის ქვეშ მყოფი, სამშობლოში სისხლიანი თამაშის სამიზნე: ქრისტი ლაბაძე საქართველოდან მუქარისა და დისკრიმინაციის გამო გამოიქცა. 

"კრისტი ლაბაძის მკვლელობის აპის 100 სულელური ხერხი მარტივად ხელმისაწვდომი იყო Google Playstore-ში.

თამაშის მიზანი ახალგაზრდა ქალის მოკვლა - მაგალითად, დანით ან გათელვის გზით იყო.

გარდა ამისა, "ბოლოს და ბოლოს არ არის, სულელური გზა თუ მოკლავ კრისტი ლაბაძეს' - ეს აპლიკაცია გადმოწერილია 10 000-ზე მეტი მომხმარებლის მიერ.

კრისტი ლაბაძე რეალური პიროვნებაა.

ქართველი, რომელიც ტრანსგენდერი ქალია, წარსულში ხვდებოდა სიკვდილით დასჯის მუქარებს და თავდასხმებს, მაგრამ ის ვერ იფიქრებდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, მასზე აპლიკაცია შეექმნათ სადაც მისი მკვლელობით ითამაშებდნენ." - წერს გამოცემა.