ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
„ქართველი ჰალკის“ ლევან საგინაშვილს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის შესახებაც „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
საგინაშვილს ქართულ-ყაზახურ ფილმში გადაიღებენ. გადაღებები ოქტომბერში დაიწყება.
სპორტსმენმა პირველად ჩვენთან ინტერვიუში პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა.
„ქართველი ჰალკი“ შეყვარებულია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, თავის რჩეულთან 16-წლიანი მეგობრობის ისტორია აკავშირებს.
საყვარელი ადამიანის ვინაობას არ გვიმხელს, თუმცა, ამბობს, რომ მალე ქორწილს გეგმავენ.
„18-19 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, წლებია ვმეგობრობთ. რაღაც პერიოდი აღარ გვქონდა კონტაქტი ერთმანეთთან. საბანკო საქმე დაამთავრა და გარკვეული პერიოდი ამ პროფესიით მუშაობდა.
არ ვიცი, ვერ გეტყვი, როდის ვგეგმავთ ქორწილს.. გეგმაში გვაქვს...“, - ამბობს ლევან საგინაშვილი.