პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიოში პოპულარულმა ფრანგულმა დისკო-დუეტმა Ottawan-მა გუშინ, თბილისში გამართულ კონცერტზე იმღერა. ჯგუფს ყველაზე დიდი პოპულარობა ჰიტებმა D.I.S.C.O. და Hands Up (Give Me Your Heart) მოუტანა.
ექსკლუზიურად "პრაიმტაიმი" Ottawan-ის წევრებს ესაუბრა. როგორც აღნიშნეს, ორივე მათგანს საქართველო ძალიან უყვარს და განსაკუთრებით მომღიმარი ქართველები ხიბლავთ. ამ ჰიტებზე აცეკვებულ ქართველებს კი მადლობას გულსწრფელი ოვაციებისთვის უხდიან.
დისკო-დუეტს არც ოკუპაცია დავიწყებიათ და აღნიშნეს, რომ ისინი უკრაინისა და საქართველოს მეგობრები არიან. ცნობილი ჰიტების შემსრულებლებმა რუსეთის პრეზიდენტს "პრაიმტაიმიდან" მიმართეს.
"ვგიჟდებით საქართველოზე, ყოველთვის სიხარულით მოვდივართ, განსაკუთრებულად ქუჩაში მოსიარულე მომღიმარი ხალხი გვხიბლავს, ქართული ღიმილი რაღაც სხვანაირია, განსაკუთრებულად გულწრფელია.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქართველ მსმენელს, რომელიც ჩვენს გამოსვლებს ოვაციებით ხვდება და ენერგიულად ცეკვავენ. ბათუმშიც გვაქვს კონცერტზე გამოსვლა და ძალიან გვიხარია.
აქვე გვინდა შევეხოთ რუსეთს, ჩვენს კონცერტზე მსმენელი სპეციალური შტამპით Sláva Ukrayíni-ის წარწერით შემოვიდა. ჩვენ საქართველოს და უკრაინის დიდი მეგობრები ვართ, ქვეყანა, სადაც ჩვენ ახლა ვმღერით, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს კიდევ ერთხელ ვეტყვით - არა პუტინს! გაუმარჯოს საქართველოს!" - ამბობს დისკო-დუეტი Ottawan-ის წევრები.