Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, წყვილი ილია მეორემ პირადად მიიღო და დალოცა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა, წყვილი ჯვრისწერისთვის ემზადება და სწორედ ამას უკავშირდებოდა მათი პატრიარქთან შეხვედრა.
„ძალიან გახარებულები იყვნენ ხვიჩა და მისი მშობლები. მისი საცოლე საოცარი გოგონაა, ასევე იყვნენ ნიცას მშობლები და ხვიჩას ძმა. პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყნის სიამაყე. წყვილი ჯვრისწერას აპირებს და პატრიარქმა ჯვრისწერისთვის მაცხოვრის ხატი გადასცა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მარხვის შემდეგ ჯვარს დაიწერენ.
ნიცას საოცარი მშობლები ჰყავს, თავდაბლები, გულიანები. ასეთ შვილს სხვანაირი მშობელი ვერ გაზრდიდა.“ - გვითხრა მამა შალვამ.