გაიცანით „ეშლი მორიარტი“ - ახალი ინფორმაცია ქოლ-ცენტრის თაღლითებზე
1745698285
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-დელიში, საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ევროპაში ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიას როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.