“მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ” – რას წერს საქართველოში მყოფი უკრაინელი

ბავშვი

"საქართველოში ჩამოსულ, უკრაინიდან დევნილ ბავშვებს პასპორტის წარმოდგენის შემდეგ, მაკდონალდსში უფასოდ გაუმასპინძლდებიან" - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

საქართველოში ჩამოსული ირინა რეზნიკი უკრაინელებს იდეას სთავაზობს.

„საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს დღეს მაკდონალდსში უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ. მაქვს წინადადება, რომ მაკდონალდსის პროდუქტი ავიღოთ და მადლობის ნიშნად ქართველ ბავშვებს დავურიგოთ.  ყველა ადგილობრივს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვი მაკდონალდსში წაიყვანოს.

შემოგვიერთდით. ეს ღიმილი ამად ღირს”,  – წერს ირინა.