პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული მედიის ცნობით, „გაზპრომის“ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გაზის მიწოდების სრულად წყვეტს, ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. „გაზპრომის“ განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც ბირჟის – ICE-ს მონაცემები მოწმობს, ნიდერლანდებში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება სექტემბერში ჰაბზე TTF ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 341 ევრომდე ერთ მეგავატ საათზე (3,54 ათასი დოლარი კუბურ მეტრზე). ეს თითქმის 600 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
წინა რეკორდი გასულ კვირაში დაფიქსირდა, როდესაც ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 000 დოლარს გადააჭარბა. 2 500 დოლარზე მაღალი ფასი ევროპაში პირველად მარტში დაფიქსირდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ.