VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
„დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა. ყველაზე გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით”, – აღნიშნავს პრემიერი.
თურქეთში, გაზიანთეფში 20 აგვისტოს მომხდარი ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზატკეცილზე მოხდა.