დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში თუ ახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი.
"დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? - გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო "დელტა" და როგორიც არის "ომიკრონი". თუ არ გაჩნდა აუცილებლად დაასრულებს და რატომ - ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები "ფაიზერის" და "მერკის" . ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, ცალკე ვაქცინაციით ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერში“ სუბრის დროს.