პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ საცურაო აუზია მოწყობილი. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ეს ტრადიციაა, რომელსაც არასოდეს დავარღვევთ და იმედი გვაქვს, რომ სხვაგანაც ბევრგან გამეორდება. ყოველ წელს, აგვისტოს თვეში, ბავშვებს ეზოში წყლის აუზს ვუდგამთ, რომ ვინც თბილისშია, ყველას ჰქონდეს გასართობი.
ტრადიცია, დიტო ტატიშვილის ხსოვნის პატივსაცემადაა, რომელმაც პირველად დაუდგა ბავშვებს ეზოში აუზი და რომელსაც ძალიან მწყინს, რომ არ ვიცნობდი. მთელ სამეზობლოში, თითოს ათი ლარის დადებაც არ მოგიწევთ, დაუდგით ბავშვებს და ნახავთ რამხელა ბედნიერებაა ამათი ყურება.“- წერს აკა სინჯიკაშვილი.
შეგახსენებთ, 2018 წლის ზაფხულში ბიზნესმენმა დიტო ტატიშვილმა უბანში ბავშვებს საცურაო აუზი გაუკეთა.
4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს… მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში…- ამბობდა მაშინ დიტო ტატიშვილი.
ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, დიტო ტატიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.