პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფოტო ისტორიების facebook-გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტო, რომელიც 1897 წელს, სიღნაღში არის გადაღებული.
ბარონ დე ბაის ფოტოზე აკვნებისა და სასახლეების გამყიდველი და ამ ნივთების მყიდველები არიან აღბეჭდილნი.
ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თითქოს ერთი უბრალო დურგალი, ქვის მთლელი, ვაჭარი ამ ფოტოზე ცხოვრების საწყისსა და დასასრულზე უსიტყვოდ ჰყვება.
ეს ფოტო გაგახსენებთ ხალხურ ლექსს: „რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზად არის“.
მაგრამ ნახეთ რას წერს ფოტოს ავტორი:
„ჩაფიქრებული ვჩერდები აკვნებისა და კუბოების წინ, რომლებსაც ერთი და იგივე კაცი ამზადებს და ყიდის. სწორედ აქ მოდიან სიღნაღის მცხოვრებნი: ზოგი ახლად დაბადებული ბავშვის აკვნის საყიდლად და ზოგი გარდაცვლილის კუბოსთვის.
აკვანს არწევს დედა და თავდახრილი უღიმის და ეალერსება თავის შვილს.
კუბოსთან კი იხრებიან ჭირისუფალნი მხოლოდ იმისათვის, რომ უკანასკნელი ცრემლი დააფრქვიონ თავიანთ მიცვალებულს. არაფერია ამაზე უფრო შემზარავი, უფრო ფილოსოფიური, უფრო პოეტური, უფრო ღრმა, ვიდრე ასეთი შეხვედრა, ასე ბუნებრივი და ასე მოულოდნელი, ერთი ხელოსნის მიერ დამზადებული, რომლის გონებისათვის ყოველივე ეს მიუწვდომელია.
შრომობს სიცოცხლისა და სიკვდილისათვის, მხიარულობისა და გლოვისათვის, დასაწყისისა და დასასრულისათვის; ამ ვაჭარს აუხოხოლავებია ერთმანეთისადმი უკიდურესად დაპირისპირებული საგნები, საგნები პირველი მოთხოვნილების და საგნები უკანასკნელი მოთხოვნილებისა. ასე ტლანქად შეაჯამა მან თავის დუქანში ორი საწყისი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს გადასასვლელს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში.
მან გონივრულად მოუხმო ამ ორ ჟამს, ასე შორეულს და ასე მახლობელს, ჩვენი გაჩენისას და ჩვენი გაქრობისას. სიღნაღელებო, როდესაც ბაზარში მიდიხართ საჭმლისა და ტანსაცმლის საყიდლად, ამ ადგილას როდესაც ჩაივლით რაზე ფიქრობთ? ჩვილის სახვევებზე, სუდარაზე თუ სიცოცხლეზე?” ბარონი დე ბაი, « საქართველოში », 1897 წელი. (ა. ჭეიშვილის თარგმანი).
სოციალურ ქსელში ბარონის ამ ჩანაწერს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, ნაწილი ფიქრობს, რომ ბარონს რატომ ჰგონია,რომ ხელოსნის გონება ვერ სწვდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიას….
თქვენ რას იტყოდით ამ ფოტოზე და ბარონის მოსაზრებაზე?
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944