ეს რეგულაცია 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება - დეტალები

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი

2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია, საჯარო რეესტრში წარსადგენი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, დღეისათვის სერტიფიცირების განმახორციელებელი აკრედიტებული სუბიექტები არიან:

იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი www.tcj.gov.ge ელ. ფოსტა: trainingcenter@tcj.gov.ge (+995 32) 2 94 22 70