„ეს ქმედება 40%-ით ზრდის ძუძუს კიბოს რისკს“ - მამოლოგის გაფრთხილება

მკერდის კიბო

მამოლოგი, ზაზა ყატაშვილი გადაცემაში, „დილის LIVE“ ამბობს, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი, 40%-ით ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. მამოლოგი ამბობს, რომ ძუძუს კიბოთი ავადობის შემთხვევები დრამატულად მატულობს 65 წლის ზემოთ ასაკში. მისი თქმით, ძუძუს კიბოს პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია რისკფაქტორების შემცირება:

„65 წლის ზემოთ, დრამატულად მატულობს ძუძუს კიბოთი ავადობა. ბავშვობის ასაკში რადიაცია. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, ძუძუს კიბოს პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ის ფაქტორები, რომლებიც ცნობილია, როგორც ძუძუს კიბოს გამომწვევი – მაგალითად მაიონიზირებელი რადიაცია, ენდოგენური, ეგზოგენური კანცეროგენური ნივთიერებები, ამისგან გაქცევა შეუძლებელია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მეორადი პროფილაქტიკა, ანუ ძუძუს კიბოს სკრინინგი. ცნობილი რისკფაქტორების შემცირება შესაძლებელია (პროცენტის, რისკის და არა პრევენცია) მაგალითად, ადრეული შობადობა 20 წლამდე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირველი შობადობა 30 წლამდე, მეორე შობადობა 35 წლამდე, ძუძუთი კვება მინიმუმ 6 თვე, ასევე ალკოჰოლის არმიღება, ვინაიდან დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლი დამტკიცებულია, რომ ძუძუს კიბოს რისკფაქტორია ქალბატონებში (სისტემატური მიღება) კვირაში ორჯერაც მცირე დოზით ერთი ულუფა ალკოჰოლის მიღება 40 %-ით ზრდის ძუძუს კიბოს რისკფაქტორს. განსაკუთრებით ჭარბი წონა მენოპაუზის პერიოდში. შენაცვლებითი ჰორმონალური თერაპია განსაკუთრებით მენოპაუზაში და ადინამია, ანუ ცხოვრების მჯდომარე წესი ასევე წარმოადგენს რისკფაქტორს. ამ ყველაფრის მოხსნით შეიძლება შემცირდეს ძუძუს კიბოს რისკი, მაგრამ ისე რომ პრევენცია მოხდეს ან ნულამდე დავიდეს, ასე რა თქმა უნდა არა...“, – ამბობს მამოლოგი. 

✕