თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790711992
გვანცა დარასელიას პოდკასტს ესტუმრა ჰოლისტიკური ჯანდაცვის მასწავლებელი არუნ ხათრი, რომელიც პასუხობს წამყვანის კითხვას ქართული სამზარეულოდან არასასარგებლო კერძის შესახებ:
„ყველაზე ბევრი რაც იჭმევა და ყველაზე მავნებელი რაც არის – თონის პური. უზომოდ მარილი აქვს. ზოგი ცხელსაც ჭამს, ეს კატასტროფაა. არავინ იცის, რამდენი მარილია შიგნით. ღორის ხორცი ჭამე, მაგრამ არ მიაყოლო თონის პური, ქოლესტერინთან კავშირი არ აქვს. საკვებიდან მიღებული ცხიმით ქოლესტერინი არ იმატებს. ინსულინი იმატებს ცხელი პურის ჭამით, შაქრით, სწრაფი ნახშირწყლების ჭამის შემთხვევაში. ყველას არ ემატება. ერთი ადამიანი ჭამს ყველაფერს, მაგრამ შემდეგ მიდის და ვარჯიშობს... ვინც ჭამის მერე სახლში წევს, მისი ქოლესტერინი მოიმატებს. საჭმელი არის ენერგია, მერე ის უნდა დახარჯო, თუ არ დახარჯავ, შეინახავს ღვიძლი, მაგრამ არა ერთ დღეში... ღვიძლის გაცხიმოვნებას წლები სჭირდება, ეს კი დიაბეტით დამთავრდება...“.