სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა
1767872857
ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“.
„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია, ასევე გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70%-ში წამყვანია H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი.
რისკჯგუფებისთვის, გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია, ვინაიდან ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა.
ანტივირუსული საშუალება ძალიან ეფექტურია გრიპის ყველა ფორმის შემთხვევაში, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დანიშნული მშობლის ან მოზრდილი ადამიანის პაციენტის მიერ.
ამ პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ექიმი იღებს, ვინაიდან მას თავისი გვერდითი მოვლენები გააჩნია, ისევე, როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.