„ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი...“ - ნინო ხაჟომია სიმსივნეს ამარცხებს

ნინო

ტელეწამყვანი ნინო ხაჟომია სიმსივნეს ამარცხებს. 

ჟურნალისტმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქიმიოთერაპიის 12 კურსი გაიარა ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, აღდგენის პროცესი დაიწყო.

„ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი, 12 რაუნდი ქიმიის მერე დავრჩი ასე უთმო, უწარბო, უწამწამო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წაქცეული. დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია და დღეიდან იწყება აღდგენის ფაზა, ამ გზას კი ხელოვნური ინტელექტის მენტორობით გავივლი. ვნახოთ რას შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად აღგვადგენს“ - ამბობს ნინო ხაჟომია ვიდეოში. 

 

@ninokhajo მე არ ვეძებ სრულყოფილებას მე ვეძებ გზას. დღეს ეს გზა რეაბილიტაციაა: სხეულიდან - სულამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ. თუ შენც ეძებ როგორ დაბრუნდე - გამომყევი! #ძუძუსკიბო #ქიმიოთერაპია #რეაბილიტაცია #სიცოცხლეგრძელდება #აღდგენა ♬ original sound - ninokhajo