ეს გზა სასწაულებითაა აღსავსე - რას წერს ბერად აღკვეციდან 6 წლის შემდეგ მამა იერონიმე

იერონიმე

მამა იერონიმეს მონაზვნად აღკვეციდან 6 წელი გავიდა. ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, ჩვენი მონაზვნად აღკვეციდან 6 წელი შესრულდა. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ შემაძლებინა სამონაზვნო ჯვრის ტვირთვა და დღემდე მეხმარება მის მსუბუქად ზიდვაშიც!

გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე, სვიმონ კვირინელის როლს ჩემთვის მამა ირინეოსი ასრულებს და ეს უხილავი ღმერთის, ხილული შემწეობაა!

ეს გზა სასწაულებითაა აღსავსე, რადგან მიდიხარ მარჯვნივ და აღმოჩნდები მარცხნივ და როცა მიდიხარ მარცხნივ, აღმოჩნდები მარჯვნივ და ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტეს ასე სურს, მე კი ის მსურს საკუთარი თავისთვის, რაც ჩემთვის სურს ქრისტეს!

დამლოცეთ და ილოცეთ ჩემთვის, რადგან წინ გზა ჯერ კიდევ დიდია!.“ - მამა იერონიმე.