რა გაუფუჭებს პუტინს 9 მაისის დღესასწაულს

putini

9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღე აღინიშნება. პუტინი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთმა შესაძლოა ომი გამოუცხადოს უკრაინას და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, თუმცა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ასტროლოგები ამბობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში კოსმოსში ბოროტი ძალები აქტიურდებიან. „ძლიერდება ფიზიკური და მორალური აგრესია, ამიტომ საჭიროა ეს ძალები განვდევნოთ ჩვენგან“  - ამბობს ასტროფსიქოლოგი ვალენტინა ვიტროკი. 

ვიტროკის თქმით,​ კოსმოსური ძალები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წელს დღესასწაულს გაუფუჭებს.

„პუტინი სურვილის მიუხედავად, უკრაინის ტერიტორიაზე ვერც ერთ აღლუმს ვერ გამართავს", - აღნიშნა ასტროფსიქოლოგმა.