1737285948
ეს ფსევდო პატრიოტოზმი მძაგს თორემ რუსეთი და პუტინი რისი ღირსია ერთმორწმუნე ერის გაწყვეტისთვის მე კი ვიცი! - ნატო დუმბაძე
პროდიუსერი ნატო დუმბაძე რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების მიერ სანქციების დაკისრებას და საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციას ეხმიანება, რომლებმაც საქართველოს პრემიერმინისტრი რუსეთის მიმართ სანქციების ვერდაკისრებაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს.
დუმბაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემები ცივილური გზით, დიალოგით უნდა მოგვარდეს და არა ტყვიით და უხეში ჩარევით.
„მთელი რიგი ცივილური ქვეყნები ფიქრობენ როგორ მოაგვარონ ცივილურად და დამთავრდეს ეს კოშმარი და ამ დროს ჩვენთან ზოგიერთებს რასაც ვუყურებ და ვუსმენ ჯარით, ტყვიით და უხეში ჩარევით უნდათ რომ ჩაერთოს საქართველო! ეს ისინი არიან რაც არ უნდათ რომ არ ახსოვთ, სტრატეგიული ობიექტები რომ მიყიდეს რუსეთს რაღაც არ მახსოვს აღშფოთება, შეშფოთება, ეს ფსევდო პატრიოტოზმი მძაგს თორემ რუსეთი და პუტინი რისი ღირსია ერთმორწმუნე ერის გაწყვეტისთვის მე კი ვიცი!