პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. კახა კალაძემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს - სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა.
მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოჰკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.