ეს ბევრმა არ იცის! – ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება

ნათლობა

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ნათლიად არჩევა არ შეიძლება, ან არ არის რეკომენდებული. ასეთებია:

გოგონა 14 წელზე ნაკლები ასაკის და ბიჭი – 15 წელზე ნაკლები ასაკის. სხვა ადამიანის სულიერი აღზრდით დაკავება მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.

ბერი ან მონაზონი.

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი.

რეკომენდებული არ არის ნათლიებად ცოლ-ქმრის არჩევა. აქედან გამომდინარე, ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინებაც იკრძალება.

ნათლიები ვერ იქნებიან ასევე ბავშვის ბიოლოგიური დედა და მამა.

არსებობს ასევე ცრურწმენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ნათლიის არჩევაზე:

ბევრს სჯერა, რომ გოგოს ნათლიად არ უნდა აირჩიო გაუთხოვარი ქალი, ხოლო ბიჭის ნათლიად – დაუოჯახებელი მამაკაცი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ ცრურწმენაა, რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

კიდევ ერთი ასეთი ცრურწმენა უკავშირდება ორსულ ქალებს, რომელთა ნათლიად არჩევაზეც ხშირად ამბობენ უარს. ეკლესია ამას არ კრძალავს. ამ დროს გასათვალისწინებელი მხოლოდ ის არის, შეძლებს თუ არა ნათლობის მთელი რიტუალის განმავლობაში ორსული ქალი ფეხზე დგომას, ანუ მისცემს თუ არა ჯანმრთელობა და ორსულობის ვადა მას ამის საშუალებას.

 

© მასალა თარგმნილია რუსულენოვანი გვერდიდან.

ასევე ნახეთ ვიდეო - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება