,,ეს არის საშინელი ტკივილი... დედასთან ჩახუტების წამებს ვითვლიდი..." - ფრენის გაუქმების გამო, ემიგრანტები სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ

კუჭუხიძე

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის" (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ ფრენა გააუქმა, რის გამოც, რომიდან, ქართველმა ემიგრანტებმა სამშობლოში წამოსვლა ვერ შეძლეს. 

,,მოკლედ, ვიცაირმა გადაიყვანა ხალხის ის ნაწილი სასტუმროში, ვინც 17 აპრილის ფრენას დაელოდება, ამაღამ ნაწილი ათევს აეროპორტში და ხვალ თურქეთი, ტრაპიზონი და მერე ავტობუსით გადავლენ სამშობლოში... საბრალო ქალები, ფეხებს ვერ ადგამდა ერთი ქალბატონი... ძალაგამოცლილი ჩაჯდა... ეს იყო კოშმარი, ფეხებზე დაიკიდეს, პასუხს ვერ მოგვთხოვთო... ვიყვირე და პოლიციაში წამათრიეს... სადეპორტო ოთახში... მიშველა იტალიის მოქალაქეობამ და სად მუშაობ? პასუხი მიიღო და აბრუნებს პასპორტს... სრული ქაოსი!...

ძალაგამოცლილი ვბრუნდები და არაფერი არ მინდა... ეს არის საშინელი ტკივილი! შეიძლება მოხდეს მსგავსი ფაქტი მაგრამ... ეს კომპანია არის უპასუხისმგებლო..! სხვა სიტყვა არ გამაჩნია...

სადღაც 100 ქართველი ადამიანი, ბავშვები, ასაკოვანი ქალბატონები, მათ შორის ტურისტები პატარა ბავშვებით,.. ვინ სად დარბოდა, ჩემოდნებს ვერ პოულობდნენ... ნუ, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, მაპატიეთ, ის უხეში გამოსვლა, დაბლა, მაგრამ... დღეს დავსრულდი... 15 წელია ემიგრანტი ვარ... ორჯერ ვიყავი სამშობლოში და 4 წლის მერე ახლა მივდიოდი, არა მივფრინავდი... ყველაფერი ხელისგულზე დამიფშვნა ერთმა უვარგისმა კომპანიამ...

ნეტავ, ძალა ვიპოვო ჩემს თავში, რომ დავდგე ფეხზე... მეც დედასთან ჩახუტების წამებს ვითვლიდი... ახლა ის რას განიცდის... ჩემს თავს არ დავეძებ... ამ ყველაფერს ჩემი ემოციური ბუნება ემატება და...", - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.