პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ორი ფეხბურთელი ქალაქ დიარბაქირში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. მიწისძვრის დროს სასტუმროს შენობა დაიბზარა, თუმცა მძიმე რყევებს გადაურჩა.
გოგონების საქართველოში ჩამოყვანა ავთანდილ ხუჯაძემ ითავა, რომელიც მიწისძვრის დროს ერაყში იმყოფებოდა.
ფეხბურთელის დედა საზოგადოებას მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის მადლობას უხდის:
„სამდღიანი შიშისა და სტრესის შემდეგ მე და Tatia Gabunnia ჩამოვედით დიერბაქირიდან, კარგად ვართ. ეს დღეები არ შეჩერებულა ტელეფონის ზარები და სოციალურ ქსელში შეტყობინებები. ყველას აინტერესებდა ჩვენი ამბავი. მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგმართოთ ყველას: თქვენი გვერდში ყოფნა გვაძლიერებდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც იზრუნა და ჩამოგვიყვანა საქართველოში : საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციას David Mujiri Dato Gogoladze Nia Tsivtsivàdze Shorena Kacharava Avtandil Xujadze . ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც სიტყვით თუ საქმით გვედგა გვერდში. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.
ფეისბუქის მომხმარებელი მაია დოლიძე–ბედინეიშვილი პოსტს აქვეყნებს და ავთანდილ ხუჯაძეს გმირს უწოდებს:
ჩვენი დროის ქართველი გმირი ავთანდილ ხუჯაძე. ის ერაყში იმყოფებოდა, რომელმაც როგორც კი გაიგო ფეხბურთელი გოგოების ამბავი, მაშინვე წავიდა მათ გადასარჩენად. სამი საათი იმყოფებოდა გზაში. გზა იყო თოვლისგან მოყინული. ყველაფერი გააკეთა, რომ ეს გოგოები დაებრუნებინა სამშობლოში უვნებელი. თავის თავზე არც კი უფიქრია, ისეთი მძიმე გზა გავლო და მივიდა დანიშნულების ადგილას. ორივე მათგანი ჩაიყვანა დანიშნულების ადგილას და ჩაახუტა შვილი დედას“, - წერს მაია დოლიძე-ბედინეიშვილი.
„დიახ, Avtandil Xujadze - ეს ადამიანი ნამდვილად გმირია, მისი წყალობით ჩავიხუტე ჩემი გოგონები - თათია და თეონა გულში საღ-სალამათი, სიტყვები უძლურია იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც განვიცდი, მადლობა მაია დოლიძე–ბედინეიშვილი შენ ყველაფრისათვის, შენი ყველა სიტყვა მაძლიერებდა და იმედს მაძლევდა…
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა სიტყვით თუ საქმით, მაინც რა ბევრნი ყოფილხართ…
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, David Mujiri და Dato Gogoladze ბავშვებისთვის გაწეული დახმარებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო Amedspor Kadın Takımları–ის კლუბის ხელმძღვანელობას მათზე ზრუნვისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში თათია გაბუნიას დედა, შორენა კაჭარავა.