დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გადაცემა „ჩვენი შოუ“ მამუკა ონაშვილის ხსოვნას ეძღვნება. მეგობრები ყველასთვის საყვარელი მომღერლის, აქამდე უცნობ ამბებს იხსენებენ.
ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი გულის წასვლას სცენაზე და ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთა, რომ კონცერტის მონაწილეებს ექსპრონტად დადგმული ახალი წარმოდგენა ეგონათ.
„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი.
ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი. ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა... არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო...“ - იხსენებს მსახიობი.