„ეს 13 ტიპის სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს“ - ნუტრიციოლოგის გაფრთხილება

სიმსივნე

„სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებთან, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია“,- ამის შესახებ ნუტრიციოლოგმა ნათია რომაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის სამედიცინო კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭარბწონიანობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს.

„ბოლო დროს ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სიმსუქნეს ნამდვილად აქვს კავშირი ზოგიერთი ტიპის სიმსივნის განვითარებასთან. სულ მცირე, ასეთი აღმოჩნდა 13 ტიპის სიმსივნე - მათ შორის არის პანკრეასის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, საშვილოსნოს და სხვა ორგანოთა ონკოლოგიური დაავადებები“, - აღნიშნავს ნათია რომაშვილი.

მისი თქმით, სასურველია პაციენტმა დაიცვას გარკვეული წესები, როგორიცაა - ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, თუ საჭიროა მედიკამენტებიც.

„ქალბატონების შემთხვევაში 88 სმ-ზე მეტი თუ არის მუცლის გარშემოწერილობა ეს უკვე ნიშნავს, რომ მაღალი მეტაბოლური აქტივობით ხასიათდება მისი ცხიმოვანი ქსოვილი, მამაკაცების შემთხვევაში კი თუ აჭარბებს 102 სმ-ს ამ შემთხვევაშიც, კრიტიკულად მაღალია მეტაბოლური აქტივობა“, - ამბობს ნუტრიციოლოგი.

✕