„ერთხელ მამა გაბრიელს სილა გააწნეს და ჯვარი ჩამოჰგლიჯეს“ - უცნობი ამბავი ბერის ცხოვრებიდან

mama gabrieli

„ერთხელ, ღამით მამა გაბრიელს თავს მძარცველი დაესხა და ფული მოსთხოვა. ყველაფერი მისცა, რაც ჰქონდა. მან კი მის მკერდზე ჩამოკიდებ სამღვდელო ჯვარს ჰკიდა ხელი. „რად გინდა ჩემი ჯვარი?“ – ჰკითხა მამა გაბრიელმა.

„გავყიდი“, – უპასუხა ბანდიტმა.

- ფულს ვიშოვი, სადაც მეტყვი, იქ მოგიტან, თორემ ეს ჯვარი სიკეთეს არ მოგიტანსო. მან პასუხად სილა გააწნა და ჯვარი ჩამოჰგლიჯა, ჯაჭვი გაწყვიტა.

სამი დღის მერე უცნობმა კაცმა ეს ჯვარი, თავისი გაწყვეტილი ჯაჭვით, მამა გაბრიელს მიუტანა და ყიდვა შესთავაზა. „საიდან გაქვს ეს ჯვარი?“ – ჰკითხა არქიმანდრიტმა.

„ჩემი მეგობარი ავარიაში მოხვდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ჯიბეში ჯვარი ვუპოვეთ და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ დასამარხი ფულისთვის“.

მამა გაბრიელმა უამბო, რაც მოხდა. მაშინ იმ კაცმა უთხრა, – „დაიბრუნე შენი ჯვარი, შენი ფული არ გვინდა“.

დაიწყეს კამათი. ბოლოს, მამა გაბრიელმა ჰკითხა: – სად ასვენია მიცვალებული? სიკვდილის შემდეგ ჯვარი რომ დამიბრუნა, ამიტომ მივალ და წესს ავუგებო, მაგრამ დამფრთხალმა კაცმა ცივად დადო მაგიდაზე ჯვარი და სწრაფად წავიდა“. 

წყარო