დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„როგორი ბედნიერი იყავი დე, როგორ დამტოვე... ერთი თვე ხდება უშენოდ დედი, გაუსაძლისი, უაზრო ერთი თვე. ყველგან შენ გეძებ, ყველგან შენი ხმა მესმის. მინდა მაგრად დავხუჭო თვალები და აღარ გავახილო დე, ვერ ვუძლებ, ვეღარ ვუძლებ. ვგრძნობ როგორ მელევა ძალა თანდათან... რა საშინელი და არანორმალური მონატრებაა შვილო რა ვქნა...“ - წერს მელიტა ფურცელაძე.
21 ივნისს, მოსკოვში, 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ყველა მის ახლობელს, თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად, იმ დღეებში, სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა. მოსკოვში, მომღერალი, მისი ჯგუფის წევრებმა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევანის მეგობრები ამბობდნენ, რომ ის თრომბით დაიღუპა, მეორე ვერსიით, მას ფეხის ძვლის დაშლა ჰქონდა.
მელიტა ფურცელაძე: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს.