„ერთი სასწაული რამე მინდა გაგიზიაროთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კალანდია

კალანდია

 ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას გვიზიარებს. 

„ერთი სასწაული რამე მინდა გაგიზიაროთ, ჩვენს მუზეუმში ინახება სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების სასახლის მკვიდრთა შესახებ დიდი საარქივო მასალა, ეს კოლექცია რამდენიმე წლის წინ ჩვენი მუზეუმის დიდმა მეგობარმა ნუცა (ნინო) ერისთავმა გადმოგვცა, მასალაში იყო ძველი ნეგატივებიც, რომლებიც დღეს დავასკანერეთ და ფოტოებად ვაქციეთ... და ჰოი საოცრებავ! ფოტოებზე ერისთავებისა და ამილახვრების პორტრეტების გარდა გამოჩნდა ამილახვრების სასახლის მთავარი დარბაზის ინტერიერი! აბა დამიხედეთ რა ძვირფასი მოხატულობაა: ანტიკური სცენები, უმაღლესი შესრულებით, ისეთივე მოხატულობა რომლის მსგავსიც არაერთ ევროპულ სასახლეში გვინახავს... რა დასანანია რომ ეს დიდებულება დრომ და კომუნისტების გულგრილობამ სამუდამოდ წარხოცა",- წერს კალანდია.