36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებებს აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პეტერ ფიშერის საქმიანობა მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ძალადობის წახალისებაა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისე ნინო წილოსანის თქმით, ურთიერთობის დაზიანება მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატის არადიპლომატიური განცხადებების შედეგია.
"ჩვენ არ დაგვიწყია ეს არაჯანსაღი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის და ამ ფორმის სათავეში ნამდვილად დგას ის გერმანელი დიპლომატი, რომელიც ახლა გულისწყვეტით ამბობს, რომ ძალიან ცუდია, რომ მას აკრიტიკებენ. მისგან განსხვავებით, ჩვენ შესაძლოა ვაკრიტიკებთ მის გამონათქვამებს, მაგრამ ის პირდაპირ ესხმის თავს ქართულ სახელმწიფოს, რადგან როდესაც დიპლომატი ფეხქვეშ თელავს ქართველი ხალხის არჩევანს, არ აღიარებს ქართულ სახელმწიფოს და მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე მოძველებული ინფორმაცია იძებნება, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართულ სახელმწიფოს ნამდვილად არ მიუღია.
ამიტომ, როდესაც ის გულისწყვეტით საუბრობს ამ ურთიერთობაზე, თავიდათავი არის მათი მხრიდან დაზიანებული ურთიერთობა, რომლის გაჯანსაღებასაც და გამოსწორებასაც ნამდვილად მოუთმენლად ველით", - აცხადებს წილოსანი.