„ერთი კვირის წინ ვიღაცამ ჩამოსვა და წავიდა, იმ ხის ძირში ზის ახლაც“ - გერმანულ ნაგაზს ახალი პატრონი სჭირდება

ძაღლი

უცნობმა პირმა ვარკეთილის მეურნეობაში გერმანული ნაგაზი მანქანიდან ჩამოსვა და დატოვა. მას შემდეგ ძაღლი ერთ ადგილას ზის და არავის იკარებს.

სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოები ვრცელდება.  

„ერთი კვირის წინ გერმანული ნაგაზი ვიღაცამ მანქანიდან უბრალოდ ჩამოსვა და წავიდა... სადაც დასვა - იმ ხის ძირში ზის ახლაც... ახლომახლო არის თავის შესაფარებელი, მაგრამ ავდარშიც არსად მიდის, ზის ქარში და წვიმაში - ჰგონია ალბათ, რომ ისევ დაბრუნდება პატრონი და ელოდება.. ელოდება...

პირველ დღეებში ავობდა... საჭმელი რომ მიუტანეს ახლოს - ყეფით გამოეკიდა... მერე უკვე აღარავის გაკიდებია - უბრალოდ ახლოს თუ ვინმე მივიდოდა - უყეფდა და უღრენდა...

ასე გადის დღეები.. ზის ხის ძირში.. აკვირდება გამვლელებს... ელოდება.. არავინ მოდის...

ეს გერმანული ნაგაზი ვარკეთილის მეურნეობაშია, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან... ნელ-ნელა მშვიდდება.. საჭმელ-სასმელი აქვს... მაგრამ უპატრონოდ უბრალოდ გაუბედურდება ასეთი საოცარი ცუგა..

ის ელის განსაკუთრებულად ყურადღებიან ადამიანს, რომელიც გაუგებს ამ საოცრებას.. მოიპოვებს მის ნდობას.. მიიჩვევს და წაიყვანს სახლში სამუდამოდ“,- წერია ერთ-ერთი გვერდის განცხადებაში, 

ჩუქების მსურველებმა დარეკეთ 5 93 28 92 12