ამ ტრაგედიას გადაურჩა მხოლოდ სამი ადამიანი - ისტორია რომელმაც შეძრა საქართველო

აფხაზეთი

ოჯახი აფხაზეთიდან დევნილ ბიჭს ეძებს, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს სასწაულებრივად გადარჩა.

ისტორიის შესახებ, რომელმაც მაშინ სრულიად საქართველო შეძრა, ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი Facebook-ში ავრცელებს. 

„უმძიმესი ისტორია 

ისტორია რომელმაც შეძრა საქართველო..
#აფხაზეთი,
1993 წელს ერთ ავბედით სექტემბრის ვერტმფრენი აფრინდა სოხუმის აეროდრომიდან სადაც უამრავი ბავშვი, მეძუძური დედა და დაჭრილი ადამიანი იმყოფებოდა,რა თქმა უნდა დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში, ყველას უნდოდა სამშვიდობოზე გასვლა და გადარჩენა იმ ჯოჯოხეთიდან რაც სოხუმში ხდებოდა..
ის სისასტიკე კი თოდუების ოჯახს დღემდე თან დასდევს… სწორედ ეს ვერტმფრენი სვანეთში კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა..

ამ ტრაგედიას გადაურჩა მხოლოდ სამი ადამიანი,ერთ ერთი 2 წლის გიორგი იყო,მისი მეძუძური დედა და ახალშობილი ძმა კი დაიღუპნენ.

მეორე გადარჩენილი ბავშვი კი ოჯახმა მალევე იპოვა, მესამე გადარჩენილი კი გახლდათ სამხედრო, რომელიც თვითმფრინავის აფეთქებამდე ოჯახს დაპირდა ბავშვის უსაფრთხოდ მიყვანას ნათესავამდე, მაგრამ ინტოქსიკაციით სამ დღეში ქუთაისში გარდაიცვალა… ბავშვი წამოიყვანა ერთმა სამხედრომ,მანამდე სანამ გამოჩნდებოდნენ ბავშვის ნათესავები. ყველას გახსოვთ იმ დროს რა განუკითხაობა იყო..და როგორი შიმშილი, ამიტომაც სამხედრო პირი ოჯახმა იძულებული გახადა ბავშვი გაეშვილებინა…. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ამასობაში ხდება ბავშვის გიორგი თოდუას ნათესავების კვლავ გააქტიურება( რადგან მათი ტრაგედია, სწორედ იმ ვეტმფრენში გარდაცვლილ მეძუძურ დედა-შვილის დაკრძალვაზე იყო გადატანილი) სამწუხაროდ თოდუების ოჯახი ვერაფერს გახდა სამხედროსთან, რომ მოიკითხეს ბავშვი უკვე გაშვილებული იყო, ის კაცი კი ხმას არ იღებდა, სად გააშვილა ბავშვი. შუამავალი და გამშვილებელი სამხედრო..შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ეს სამხედრო და სამუდამოდ დაიკარგა ამ ოჯახის კვალიც.გიორგის ოჯახი აშუქებდა ტელევიზიით ინფორმაციას,ეძებდნენ ყველა ღონით და ძალით გიორგი მაგრამ კვალზე ვერ გავიდნენ..გიორგის აქვს ნიშანი ეგრეთ წოდებული ტყლიპი წელზე, როგორც მის დედას ჰქონია…თუ გეცნობათ რაიმე დეტალი გამოგვეხმაურეთ..მამას ერქვა კახა დედას კი ასმათი..გაშვილებამდე იყავი გიორგი მაჭავარიანი..თუ ახლა შენ ხარ 31 წლის გიორგი და ამას კითხულობ გთხოვ შეგვეხმიანო. უამრავი დაბრკოლების და სირთულის მიუხედავად მაინც გეძებთ ..გამოგვეხმაურეთ“, - წერს ბესო ქავთარაძე.