პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ძმა წყალმა წაიღო ხოლო მეორე მის გადასარჩენად მდინარეში გადახტა. ბიჭები დედის მშობლიურ სოფელ უჯარმაში თბილისიდან იყვნენ ჩასულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები საბანაოდ მამიდაშვილთან ერთად იყვნენ წასულები.
„აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში, მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.