„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
"ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს", - ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზზე საუბრისას განაცხადა.
„სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს და არანაირი... ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება.
პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.