„ერთ წელში ოჯახის ორი წევრი და მამა დაეღუპა...“ - 19 წლის ბიჭს, რომელიც კიბოს ებრძვის, დახმარება სჭირდება

თემო კბილაშვილი

19 წლის თემო კბილაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, იგი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. 

თემო კბილაშვილმა ერთი წლის განმავლობაში ოჯახის სამი წევრი, მათ შორის მამა დაკარგა. 

ახლობლების ცნობით, სამედიცინო დაწესებულების მიერ მოცემული კალკულაციით ხარჯი 20 000 ლარს შეადგენს.

„ამ ზაფხულს სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა ძლიერი ტკივილების გამო საქართველოში ადრე დაბრუნება მოუწია. ჩამოსვლისთანავე დადგინდა, რომ ბავშვს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციისა და მკურნალობის პირველადი ხარჯები მისივე გამომუშავებული თანხით დაფარა, რომელსაც მთელი ზაფხული აგროვებდა.

ოპერაციამ საბედნიეროდ წარმატებით ჩაიარა, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მოგეხსენებათ, რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული მკურნალობის ხარჯები. სამწუხაროდ, ოჯახმა და ახლობლებმა ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ, მათ შორის - სახელმწიფო დახმარების რესურსიც, ამიტომ ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა მკურნალობის გასაგრძელებლად, იმისთვის ეს სუპერ ბიჭი მხნედ და ჯანმრთელად გვყავდეს გვერდში! თემოს ხვალიდან უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა ძვირად ღირებული კვლევა და დაენიშნოს ქიმიოთერაპიის კურსი“, - წერია გავრცელებულ პოსტში.


მიმღები - ნინო ბუბაშვილი (დედა)

პ/ნ 60002008109

 ლიბერთი ბანკი:
#GE03LB0711137037582000
 თიბისი ბაკი:
#GE19TB0321945063622378