ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ზემო ალვანში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ზემო ალვანში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. სკვერის ბიბლიოთეკა წიგნებითაც მომარაგდა.

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს - „სკვერის ბიბლიოთეკები საქართველოს რეგიონებში“. პროექტი წიგნის კითხვის პოპულარიზებასა და წიგნიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წიგნები გადასცეს „წოვათის თემის საინფორმაციო-კულტურულ ცენტრსაც“.