ექნებათ თუ არა მშობლებს ონლაინსწავლების არჩევის უფლება - რას ამბობენ სამინისტროში

სკოლა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია. ბოლო კვირის განმავლობაში ვირუსი 13 737 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. ბევრ მშობელს აინტერესებს, არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, ექნებათ თუ არა ონლაინსწავლების არჩევის უფლება:

„ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია კვლავ მიმდინარეობს და როგორც კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მშობლებს ეცნობებათ", - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მშობლებს წინა წელს არჩევანის უფლება ჰქონდათ - ნაწილი შვილებს სკოლაში უშვებდა, ნაწილი კი ონლაინსწავლებას ირჩევდა.

წყარო: