„ექიმებმა იხუმრეს, წამიერად წაუკოლაფსაო“ - როგორია ნანა ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

nana

ნანა ლორთქიფანიძე გუშინ "იმედზე", პირდაპირ ეთერში, მოულოდნელად ცუდად გახდა. მსახიობი საკუთარი რუბრიკის წაყვანის დროს წაბარბაცდა.

"მეგობრებო, ნანა კარგად არის, კვლევებიც ჩაიტარა და სერიოზული არაფერია. 
ყველას ვერ გპასუხობთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის" - გუშინ ფეისბუქზე წერდა ქეთი წიქვაძე, მსახიობის ქალიშვილი.

"პრაიმტაიმი" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

ნანა ლორთქიფანიძე: - პირველად მქონდა ასეთი რამ. უცებ თვალთ დამიბნელდა და თავბრუ დამეხვა. ახლა უკეთ ვარ. თავის ტომოგრაფია გადავიღე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაშიფრულა, თუმცა პირველადი ნახვით და ანალიზების მიხედვითაც, არაფერი არ არისო, მითხრეს. ექიმებმა იხუმრეს კიდეც, წამიერად წაუკოლაფსაო. 

 ეს იყო. მადლობა მოკითხვისთვის.

ნახეთ VIDEO: ნანა ლორთქიფანიძე პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა