,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

კკ

ზემო აჭარის გარდა, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმერეთსა და სამეგრელოში. ისინი სტიქიის გამო დაზიანებული როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროქსელის მოწესრიგებას ცდილობენ. ელექტროგადამცემი ხაზების უმეტესობის აღდგენა უკვე მოხერხდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობა ყველა აბონენტისთვის ენერგომომარაგების აღდგენამდე გაგრძელდება.