1740372372
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს .
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აგვისტოს,15:30-დან 18:30 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, კოჭობი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი, ყარსიმაანთკარი, ნაგლიანთკარი, ბაგიჭალა, ქვემო მლაშე, ბაზალეთი, თხილიანა.
11:00-დან 12:00 საათამდე ელეექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ქსოვრისი, ხილიანი, ცხვარიჭამია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.