„ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციას ავრცელებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს 11:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გ. ბრწყინვალის, ჩალიპირების, ქაჯაწყაროს, მოციქულთა სწორი ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ნამორაძის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.