1746007492
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 1 მაისიდან 4 მაისამდე პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

მიმდინარე დღეები ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. კერძოდ, 30 აპრილს პლანეტა ვენერა ცეცხლოვან ვერძის ნიშანში ბრუნდება და ბედნიერი მოვლენების ჯაჭვს იწყებს. 2 მაისს მისტიკურ პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება, რაც სურვილების ასასრულებლად იდეალურ პირობებს შექმნის. 4 მაისს კი პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს პერიოდი კი შინაგან ტრანსფორმაციასა და ცვლილებების სურვილს გამოიწვევს.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდი წარმატებული და იღბლიანი იქნება:
თევზები
თქვენი კრეატიულობა ახლა ყველა დროის მაქსიმუმზეა. 2 მაისს ვენერასა და ნეპტუნის შეერთება ხელოვნების მეშვეობით ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმავალ გზას გაგიხსნით. შესაძლოა, ახალი პროექტები ან მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ. მოინიშნეთ ყველა იდეა და იფიქრეთ საკუთარ მიზნებზე. შესაძლოა, თქვენი ოცნებები იმაზე მალე ახდეს, ვიდრე ახლა ფიქრობთ.
ლომი
ვერძის ნიშანში პლანეტა ვენერას გადასვლა თქვენს ფინანსურ სექტორს ააქტიურებს და შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი სრულიად მოულოდნელად მიიღოთ. მიმდინარე დღეებში ენერგიისა და მოტივაციის გაზრდას იგრძნობთ, რაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოხატვაში დაგეხმარებათ. მიჰყევით იმას, რაც გულწრფელად გაინტერესებთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ....ვრცლად