„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტს, 10:30-დან 16:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.

9 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე, აბონენტებს - ზაჰესში ავჭალის, პლატინის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, მუხადგვერდში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.