მტკვარში მანქანა გადავარდა - ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს
1747170644
ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო „ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?! - სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს რომ დავუპირისპირდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, მან ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ყველამ ერთად უნდა შეუშალოს ხელი ამ კანონის მიღებას.
მდინარაძეს ვუსმინე, დღეს გახვართქლული ამტკიცებდა, რას ლაპარაკობთო. პუტინის რუსეთში ხომ ასე იციან, შავზე ამბობენ თეთრიაო და შემდეგ ყველა იმეორებს. ასე აკეთებენ. ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელიც კომენტარის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში შევიდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.