პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა სწყინს, წეღან გამოვიდა და ამჩატდა მზექალა შანიძეო, ხალხნო, რა უბედურებაა ეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების დეპუტატების ნაწილს ე.წ. აგენტების კანონის მიღება არ სურს და მათი ოჯახები ნერვიულობენ, რადგან ისინი მალე მოღალატეებად იქცევიან.
„წარმოუდგენელია, საშინელება ხდება, აქ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამაზე ხელის მოწერა, იმათი ოჯახები ნერვიულობენ. მაინცდამაინც დავასახელო? არა, არ მოგცემთ მათ თავს საჯიჯგნად, შეიცოდეთ მათი შვილები, უახლოეს მომავალში მათ მოღალატეთა ოჯახები ერქმევათ. რას ჰქვია კანონი მიიღონ?! მთელი საქართველო გარეთ გამოვა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.