მოსკოვის აეროპორტები დროებით დახურული იყო
1735226221
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 იანვარს 10:30 საათიდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში კასკადის, გოჩა ცქიტიშვილის ქუჩებზე.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ვეძისში, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე.
14:30 საათიდან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა, ყარსიმაანთკარი, კოჭობა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.