1782568495
ხვალ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
წირვის შემდეგ შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.











