,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში: სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის, არსუკიძის და მიმდებარე ქუჩებზე, წეროვანში, წიწამურში.

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი.

15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, ჭოპორტის აგარეკები.

12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, თრანი, ნადოკრა, კვერნაულა, წყაროთუბანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.