1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
,,ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, სეთურნი, ქვეშეთი, კობი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში - მუხრანის, სამხედროს, გამარჯვების, სანაპიროს, ღვინჯილიას, გორგასლის, პლატინის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.