,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

14 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია მიზეზად გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

,,11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს: სოფელ გლდანში, მამკოდაში, ნადიკვრების ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 11:35 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.