„ამ დროს ხდება ინფორმაციისა და გადაადგილების „დამუხრუჭება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ატროლოგი

10 სექტემბერს აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციის პლანეტა მერკურმა რეტროგრადულად მოძრაობა დაიწყო და ეს 2 ოქტომბრამდე გასტანს.

ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვისაა ეს ფაზა ხელსაყრელი და ვისთვის არა.

„10 სექტემბერი სავსემთვარეობის პერიოდია. ამიტომ იზრდება საიდუმლოების გამჟღავნების და სკანდალების ალბათობა. ამ დღეს გაჭირდება წარმოსახვისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს დღე ბევრ ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებულ წარმოდგენას შეუქმნის. რაც თავის მხრივ, მათ არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. საჭირო იქნება წინდახედულობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაიდუმლოება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ, მისი კარგად გააზრება.

დადებითი მხარე:

მერკურის ეს ფაზა (10.09 - 2.10) მოიტანს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების, ადრე დაწყებული და გადადებული საქმეების დასრულების, ასევე გაწელილი-გაჭიანურებული მოლაპარაკებების განახლების, ასევე შეწყვეტილი სწავლის თუ პრობლემური ურთიერთობის ახლიდან დაწყება-განახლების შესაძლებლობას.
ამ დროს ადამიანს საშუალება უჩნდება, კრიტიკული თვალით გადახედოს წარსულს, თავის განვლილ გზას, შემდეგ გააანალიზოს, შეაჯამოს და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოს.
უარყოფითი მხარე:

მერკურის ამ ფაზაში (10.09 - 2.10) არასასურველია ახალი მოლაპარაკებების დაწყება, საქმიანი შეხვედრები, შეთანხმებების მიღწევა და საბუთებზე ხელის მოწერა (გარდა გადაუდებელი საქმეებისა). ამ დროს ხდება ინფორმაციისა და გადაადგილების „დამუხრუჭება“. მოსალოდნელია პრობლემების შექმნა ტრანსპორტთან, ინტერნეტთან, კომპიუტერებთან, ტელეფონებთან დაკავშირებით. ინფორმაცია კარგად უნდა იქნას გადამოწმებული და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს მისი ფიზიკურად გამოყენება.

ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი:

* ქალწულისა და სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწორედ 10 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე დაიბადა)

* მათთვის, ვინც 15-29 მარტის შუალედში დაიბადა;

* მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ რეტროგრადული მერკური აქვთ, რადგან მათთვის სწორედ ამ პერიოდში ბევრი რამ გასაგები გახდება, დაინახავენ ბევრ რამეს, რომლის დანახვას და გაცნობიერებას აქამდე ვერ ახერხებდნენ.“ - აცხადებს ასტროლოგი.